Skip to content

სიახლეები

Think Pink – ვარდისფერი ესთეტიკა სტომატოლოგიაში / Pink aesthetic in dentistry.

    For the English version, please scroll down. “Think Pink” კონგრესი/მასტერ კლასი, რომელიც ორგანიზებულია Geoperio-ს მიერ ჩატარდა 24-25 აპრილს, რომელსაც უძღვებოდა ცნობილი პაროდონტოლოგი ჯულიო რასპერინი. მან მონაწილეებს აჩვენა პაროდონტიტის მკურნალობის არაქირურგიული და ქირურგიული მკურნალობის სხვადახვა ტექნიკა. ხოლო, მასტერკლასის თემა პერიო ქირურგიული ტექნიკით დვრილების შენარჩუნება, აღდგენა, ძვალშიდა დეფექტების რეგენერაცია იყო. მონაწილეები გაეცნენ უახლეს მიღწევებს და მიიღეს ინფორმაცია პაციენტის პირის ღრუს მოვლის შესახებ. გვთავაზობთ ვიდეოსა და ფოტო მიმოხილვას… Read More »Think Pink – ვარდისფერი ესთეტიკა სტომატოლოგიაში / Pink aesthetic in dentistry.

    გაიდლაინი IV სტადიის პაროდონტიტის მკურნალობის შესახებ

      EFP-მ გამოაქვეყნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეორე გაიდლაინი, IV სტადიის პერიოდონტიტის მულტიდისციპლინური მკურნალობის შესახებ, კლინიკური პაროდონტოლოგიის ჟურნალში 2022 წლის ივნისში. ის მოიცავს პაროდონტალური თერაპიის ფორმების 13 სისტემატური მიმოხილვის შეფასებას. ეს გაიდლაინი არის პერიო ვორქშოფ 2021, სამეცნიერო შეხვედრის შედეგი, რომელიც გაიმართა EFP-ის მიერ 2021 წლის ნოემბერში ლა გრანჯაში, ესპანეთი, სადაც წამყვანი ექსპერტები მთელი მსოფლიოდან განიხილავდნენ, თუ როგორ უნდა ემკურნალათ IV სტადიის პარიოდონტიტი, რომელიც მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის – მათ… Read More »გაიდლაინი IV სტადიის პაროდონტიტის მკურნალობის შესახებ

      1 წლიანი პაროდონტოლოგიური კურსი – 1 year periodontal course

        დაიწყო რეგისტრაცია 1 წლიან პაროდონტოლოგიურ კურსზე! კურსი შედგება 16 მოდულისგან და უძღვებიან, როგორც საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის ტრენერები ასევე მოწვეული უცხოელი ექსპერტებიც. კურსის განმავლობაში, მონაწილეებს შეეძლებათ ეწვიონ იტალიას ქალაქ ტურინს, სადაც გაივლიან სამდღიან ქირურგიულ კურსს პერიოქირურგ მიკელე პერელისთან ერთად. შესაძლებელია კურსის მხოლოდ არაქირურგიული ნაწილის არჩევა. ქირურგიული პაროდონტოლოგიის შესასწავლად, საჭიროა სრული კურსის გავლა. 1 წლიანი კურსის ღირებულებაა თვეში 550 ლარი. დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ სოციალურ ქსელში ან დაგვირეკეთ ნომერზე… Read More »1 წლიანი პაროდონტოლოგიური კურსი – 1 year periodontal course

        საქართველოს დენტალ ჰიგიენისტთა ასოციაცია

          საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციასა და საქართველოს დენტალ ჰიგიენისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია სტომატოლოგიის დარგის განვითარებისთვის პრევენციისა და დაავადებების მონიტორინგის კუთხით. ორივე ასოციაცია ეფუძვნება ევროპულ გაიდლაინებსა და ხედვას, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდა დაინტერესებულ პრაქტიკოსებს სწორი მიმართულება და ცოდნა დანერგონ საკუთარ პრაქტიკაში.  თანამშრომლობა გულისხმობს საერთო აქტივობების, პროექტების და ღინისძიებების ორგანიზებას. საგანმანათლებლო და საინფორმაციო დოკუმენტებზე ერთობლივ მუშაობას.  ჯეოპერიოს გუნდი მოხარულია ხელი შეუწყოს და განავითაროს… Read More »საქართველოს დენტალ ჰიგიენისტთა ასოციაცია

          პერიო თბილისი 2023

            23 ნოემბერი პრე კონგრეს შეხვედრები 24 ნოემბერი კონფერენცია და გამოფენა 25 ნოემბერი ხელით მუშაობა პერიო თბილისის სრული პროგრამა იხილეთ შემდეგ ბმულზე: ფოტოების ნახვა

            ჯანმრთელი ღრძილის დღე 2023

              12 მაისს ჯეოპერიომ ტრადიციულად გამართა ღონისძიება “ჯანმრთელი ღრძილის დღის” აღსანიშნად, დღე – რომელიც ეძღვნება პირის ღრუსა და ღრძილების ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.  ჯანმრთელი ღრძილის დღე ანუ Gum health day ყოველწლიურად ევროპის ყველა ქვეყანაში აღინიშნება. წელს კამპანიის სლოგანი ოყო: “Healthy gums look good on you. Protect them!“  ჯეოპერიოს მიერ დაგეგმილი ღონისძიება ვასო გოძიაშვილის ბაღში ჩატარდა, რომელშიც სტომატოლოგიური კლინიკები, კომპანიები და უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ. მათ ინფორმაცია გააცნეს მოსახლეობას… Read More »ჯანმრთელი ღრძილის დღე 2023

              კონგრესი პერიო & ორთო სინერგია

                ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის ორგანიზებით, #efp ანტვერპენში გაიმართა კონგრესი პერიო & ორთო სინერგია . #PerioMasterClinicკონგრესის მიზანი იყო პაროდონტოლოგებისა და ორთოდონტების შეკრება მთელი მსოფლიოდან, რათა გაეზიარებინათ ცოდნა და საუკეთესო გამოცდილება კომბინირებული პერიო-ორთოდონტიული მკურნალობის შესახებ.კონგრესზე განხილული რამდენიმე ძირითადი თემა იყო: როდის, რატომ და როგორ? ორთოდონტიული მკურნალობის დრო: ოპტიმალური დრო ორთოდონტიული მკურნალობის დასაწყებად, ასევე ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ მკურნალობაზე.  პერიო-ორთო პაციენტების დაგეგმვა: მკურნალობის დაგეგმვა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ… Read More »კონგრესი პერიო & ორთო სინერგია

                I-III პაროდონტიტის მკურნალობა
                EFP S3-დონის კლინიკური მეთოდების გაიდლაინი

                    I-III პაროდონტიტის მკურნალობაEFP S3-დონის კლინიკური მეთოდების გაიდლაინი   საიდან მოდის ამ გაიდლაინის საჭიროება? პაროდონტიტის ახალი კლასიფიკაცია გაამარტივებს სათანადო პროფილაქტიკური და თერაპიული ინტერვენციების გამოყენებას დაავადების სტადიის და ხარისხის მიხედვით.აღნიშნული რეკომდენაციები საშუალებას მოგცემთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებას I-III სტადისს პაროდონტიტის მართვისას.რა უნდა იცოდნენ პაციენტებმა?აუცილებელი წინაპირობა – თერაპია არის პაციენტის დიაგნოზის,გამომწვევი მიზეზების,რისკ-ფაქტორების,ალტერნატიული მკურნალობის,მოსალოდნელი რისკების და სარგებლის დასადგენად,მათ შორის მოიცავს ახსნა-განმარტებას მკურნალობაზე უარის თქმის შედეგებთან დაკავშირებით.ამ განხილვას უნდა… Read More »I-III პაროდონტიტის მკურნალობა
                  EFP S3-დონის კლინიკური მეთოდების გაიდლაინი

                  I-III ხარისხის პაროდონტიტის მკურნალობა
                  EFP S3 დონის კლინიკურ-პრაქტიკული გაიდლაინი

                    რატომ არის ეს გაიდლაინი საჭირო? პაროდონტიტის ახალი კლასიფიკაციის დანერგვამ ხელი უნდა შეუწყოს შესაბამისი პროფილაქტიკური და თერაპიული ჩარევების გამოყენებას, დაავადების სტადიისა და ხარისხის გათვალისწინებით. S3 დონის კლინიკური გაიდლაინის გამოყენება საშუალებას მისცემს ერთგვაროვან და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომას I-III სტადიის პაროდონტიტის მართვაში.რა უნდა იცოდნენ პაციენტებმა?თერაპიის აუცილებელი წინაპირობაა, პაციენტის ინფორმირება დიაგნოზის შესახებ, მათ შორის მდგომარეობის, რისკ-ფაქტორების, მკურნალობის ალტერნატივების, მოსალოდნელი რისკებისა და სარგებელის შესახებ. ასევე ახსნა-განმარტებები მკურნალობაზე უარის თქმის შედეგების… Read More »I-III ხარისხის პაროდონტიტის მკურნალობა
                    EFP S3 დონის კლინიკურ-პრაქტიკული გაიდლაინი

                    პირველი-მეორე ხარისხის პაროდონტიტის მკურნალობა ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის S3-საფეხური კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინი

                        პირველი-მეორე ხარისხის პაროდონტიტის მკურნალობა ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის S3-საფეხური კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინი   საიდან გაჩნდა ამ გაიდლაინის საჭიროება? პაროდონტიტის ახალი კლასიფიკაციის დანერგვამ უნდა გააადვილოს შესაბამისი პრევენციული და თერაპიული ჩარევების გამოყენება დაავადების სტადიისა და ხარისხის მიხედვით. S3 საფეხურის კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინის გამოყენება საშუალებას გვაძლევს ერთგვაროვანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომით ვმართოთ პირველი-მეორე ხარისხის პაროდონტიტი.რა უნდა იცოდეს პაციენტმა?თერაპიის არსებითი წინაპირობაა პაციენტის ინფორმირება დიაგნოზის,დაავადების მიზეზების,რისკ-ფაქტორების,მკურნალობის ალტერნატივებისა და მოსალოდნელი რისკებისა… Read More »პირველი-მეორე ხარისხის პაროდონტიტის მკურნალობა ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის S3-საფეხური კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინი