Skip to content

პერიო & კარდიო

პერიო&კარდიო წარმოადგენს კოლაბორაციის შედეგს ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციასა და გულის მსოფლიო ორგანიზაციას შორის. პროექტი ემსახურება ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი კავშირების შესახებ პაროდონტიტსა და კარდიოვასკულურ დაავადებებს შორის. ხსნის, როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ამ ორ დაავადებას ერთად.

პაროდონტიტი და კარდიოვასკულური დაავადებები მიეკუთვნებიან ფართოდ გავრცელებულ, ქრონიკულ, არაგადამდებ დაავადებებს, რომელთა სიხშირე იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. არსებობს მეცნიერული მტკიცებულება დაავადებებს შორის კავშირის შესახებ. პაროდონტიტი ზრდის მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, გულის უკმარისობისა და ინსულტის განვითარების რისკს.

არსებობს საერთო რისკ-ფაქტორები, რომლებიც ამძიმებს ორივე დაავადებას. მათ მიეკუთვნება: მოწევა, სტრესი, ჭარბი წონა, დიაბეტი და არაჯანსაღი კვება. ადრეულ დიაგნოსტიკას, პრევენციასა და ერთობლივ მენეჯმენტს (სტომატოლოგებისა და კარდიოლოგების მიერ), აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

პერიო&კარდიოს პროექტი მოიცავს გაიდლაინებს, რომელიც ხსნის კავშირებს ამ ორ დაავადებას შორის და ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადადგან სტომატოლოგებმა, ზოგადი პრაქტიკის ექიმებმა და ფარმაცევტებმა და, ასევე, პაციენტებმა.

პროექტი შეიცავს გრაფიკულ და ვიდეო მატერიალებს, მეცნიერულ დასკვნებს, რომლებიც ხსნის გაიდლაინებს მეცნიერულ ნაწილს.

პროექტი შეიქმნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეცნიერებისა და პერიო&კარდიოს ვორქშოფის დასკვნების საფუძველზე, რომელიც შედგა EFP-სა და WHF-ს ორგანიზებით, 2019 წლის თებერვალში, მადრიდში.

 

ჯეოპერიო უერთდება პროექტს და მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს პერიო&კარდიოს კავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, საქართველოში.