Skip to content

პრეზიდენტი

საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია ერთ ერთი ყველაზე დემოკრატიული და ახალგაზრდული ორგანიზაციაა საქართველოში, რომლის მიზანი შექმნის დღიდანვე იყო ევროპული ფასეულობების, მიდგომების , მკურნალობის მეთოდებისა და სიახლეების დანერგვა ქართულ სტომატოლოგიურ სივრცეში. მას შემდეგ რაც, ჯეოპერიო გახდა ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის ასოცირებული წევრი , ეს მიზანი კიდევ უფრო ნათელი გახდა თითოეული ჯეოპერიოელისთვის.

ვიყო ასოციაციის მესამე პრეზიდენტი, ნიშნავს რომ გავაგრძელო გზა ევროპული მიზნისკენ, გავხდეთ EFP ის სრული წევრები. ეს კი დიდ შრომას გულისხმობს , რაც მჯერა შესაძლებელია იმ მოტივირებულ და ახალგაზრდა ექიმებით დაკომპტექტებულ გუნდთან ერთად , რომელიც ჯეოპერიოს ჰყავს. ასოციაცია აქტიურად გააგრძელებს მსოფლიო სიახლეების დანერგვას ქართულ პაროდონტოლოგიაში და დაეხმარება დაინტერესებულ ექიმებს ცოდნის ამაღლებაში.

წინ ბევრი გამოწვევა და სიახლე გველოდება, რაც მიზანთან კიდევ უფრო გვაახლოვებს.

საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი

თათია ქოჩლაძე