“მე ვიხეხავ კბილებს” – პროექტი ბავშვებისთვის

,,მე ვიხეხავ კბილებს” ეს არის საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის სახალხო პროექტი, რომელიც მთლიანად მიზანმიმართულია ახალი თაობის ინფორმირებასა და სტომატოლოგიის სფეროში განათლების დონის ამაღლებაზე. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოსწავლეებს, უტარდებათ ტრენინგი პირის ღრუს სწორად მოვლისა და დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ. ტრენინგები მორგებულია ასაკობრივ ჯგუფებზე და შემეცნებითთან ერთად აქვს სახალისო ხასიათი.