Skip to content

პერიო & კარიესი

პროგრამა პერიო და კარიესის მიზანი იყო განეხილათ კარიესი და პაროდონტის დაავადებები როგორც ცალკე მდგომი მაგრამ ურთიერთდაკავშირებული პროცესები.

პაროდონტის დაავადებები და კარიესი არის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული არაინფექციური დაავადებები, რომლებიც შეიძლება იყოს კბილის დაკარგვის მიზეზიც. ორივე დაავადებას შეუძლია გავლენა იქონიოს კვებაზე და უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის თვითშეფაზებასა და ცხოვრების ხარისხზე.

მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იზრდება კარიესით და პაროდონტით დაავადებულთა რაოდენობა.  ეს დაავადებები იზრდება გლობალურად, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

პერიო და კარიესი მოიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ:

  • სტომატოლოგებმა;
  • პაციენტებმა და საზოგადოებამ (დედებმა, მომავალმა დედებმა);
  • პოლიტიკოსებმა ;
  • მედიამ;
 

ეს პროგრამა დაფუძნებულია „პერიო სემინარი 2016“- ის შედეგებზე. პაროდონტოლოგთა ფედერაციის (EFP) მიერ კარიესის მკვლევართა ევროპის ორგანიზაციასთან ერთად (OERC), ქოლგეითის სპონსორობით.