პერიო & ორსულობა

 პროექტი პერიო და ორსულობა ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის და Oral-B ის ურთიერთთანამშრომლობის ნიადაგზე შეიქმნა. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს, ქალის პირის ღრუს მდგომარეობის გაუმჯობესება ორსულობის პერიოდში და სამოქმედო  გაიდლაინების შექმნა, როგორც პაციენტების, ისე პირის ღრუს მოვლის პროფესიონალებისთვის.

 ორსულობისას, პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობის შეუფასებლობა, შესაძლოა გახდეს ბევრი გართულების დასაბამი ,მაგალითად სამეცნიერო კვლევებმა ცხადყო, პირდაპირი მავნებელი კავშირი ღრძილების დაავადებასა და ორსულობის არადამაკმაყოფილებელ გამოსავალს შორის. ღრძილების ანთებითი დაავადებების ზეგავლენით, შესაძლოა განვითარდეს: ნაადრევი მშობიარობა,  ნაყოფის მცირეწონიანობა და პრე-ეკლამფსია.

ორსულობას, როგორ ყველაზე უნიკალურ პერიოდს ქალის ცხოვრებაში , ახასიათებს მნიშვნელოვანი, ფიზიოლოგიური ცვლილებები, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. ამავდორულად პირის ღრუს ჯანმრთელობა არის მთლიანი ორგანიზმის  კეთილდღეობის წინაპირობა. არსებითი მნიშვნელობა აქვს , რომ პირის ღრუს პროფესიონალების (როგორიცაა: სტომატოლოგები, ჰიგიენისტები, პაროდონტოლოგები) მიერ მოხდეს ორსული ქალის პირის ღრუს ჯანმრთელობის  მდგომარეობის დროულად და შესაბამისად დაცვა. ეს უკანასკნელი აუცილებლად უნდა მოიცავდეს  პირის ღრუს ჯანმრთელობის  შესახებ განათლებას.

 

ორსულთა პირის ღრუს ჯანმრთელობა

პაროდონტის დაავადების მკურნალობა ორსულობისას

ხშირად დასმული შეკითხვები