პერიო თბილისი – საერთაშორისო კონფერენცია

“პერიოთბილისი’’ პაროდონტოლოგიის ყველაზე დიდი საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენაა, რომელიც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება. უკვე მეორედ მასპინძლობს Geoperio ამ მასშტაბურ ღონისძიებას თბილისში. პაროდონტოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება, სავსეა სიახლეებით, საჭიროა ყველა დარგის სპეციალისტისათვის და კონფერენციის მიზანიც სწორედ ესაა – გაუწიოს პაროდონტოლოგიას პოპულარიზაცია, ხელი შეუწყოს გამოცდილების გაზიარებას და ახალი სტანდარტების დანერგვას, როგორც პრაქტიკოს ექიმებს, ისე სტუდენტებს, ისე კომპანიების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის მენეჯერებს შორის. საინტერესო მოხსენებების, ტრენინგების, გამოფენის და მასტერ კლასების გარდა, დაგეგმილია პაროდონტის დაავადებების და იმპლანტის ირგვლივ ქსოვილების დაავადებების ახალი კლასიფიკაციის ქართული თარგმანის პრეზენტაცია. ახალი კლასიფიკაციის დანერგვა და ხელშეწყობა მნიშვნელოვანია საქართველოში, პაროდონტოლოგიის და იმპლანტოლოგიის განვითარებისათვის.