2021 წლის 28 თებერვალს შედგა ჯეოპერიოს ახალი პრეზიდენტის, ვიცე პრეზიდენტისა და ბორდის არჩევნები.
საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პირველმა და გამორჩეულმა პრეზიდენტმა, ლალი ქოჩიაშვილმა, პრეზიდენტის ტიტული გადააბარა არაჩვეულებრივ, ენერგიულ და შრომისმოყვარე, უკვე ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, თათია როხვაძეს.
ახალმა პრეზიდენტმა წარადგინა ვიცე-რეზიდენტი – თათია ქოჩლაძე და ძველი ბორდის წევრების მიერ აირჩა ახალი.
ასევე, შედგა EFP-სა და World Heart Federation-ის ახალი პროექტის Perio&Cardio პრეზენტაცია. (პროექტის ხელმძღვანელი: ანა თავართქილაძე).
საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია დიდ მადლობას უხდის ლალი ქოჩიაშვილს საუკეთეს წლებისთვის და წარმატებებს უსურვებს ახალ პრეზიდენტსა და მთელს გუნდს.