Skip to content

ორთოპედიული კონსტრუქციების ზეგავლენა პერი-იმპლანტიტზე

    წინაპირობა.

    პერი-იმპლანტიტი კბილის ნადებთან ასოცირებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც იმპლანტის გარშემო არსებული ქსოვილების დაზიანებას იწვევს. იგი ხასიათდება ლორწოვანი გარსის ანთებითა და იმპლანტის ირგვლივ ძვლის პროგრესირებადი დესტრუქციით. რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს : პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა, ანამნეზში პერიოდონტიტის არსებობა და არარეგულარული შემანარჩუნებელი თერაპია.

    არსებობს მოსაზრება, კონკრეტული ორთოპედიული კონსტრუქციების მოხაზულობასა და პერი-იმპლანტიტების შესაძლო კავშირის შესახებ. კამათის საგანია, მაგრამ მიიჩნევა, რომ ფიქსირებული კონსტრუქციების სწორი ამოჭრის პროფილი ან ჩაზნექილი ინტერპროქსიმალური არეები, ხელს უწყობს ორალურ ჰიგიენას, ამავე დროს ზედმეტად კონტურულმა რესტავრაციებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ბუნებრივი კბილის პერიოდონტული ქსოვილების სიჯანსაღეს. იგივე მოსაზრება შესაძლოა ჭეშმარიტი აღმოჩნდეს იმპლანტზე არსებული კონსტრუქციებისთვის. მართლაც, სუბოპტიმალური მისადგომის არსებობა ნადების სათანადო კონტროლისთვის, ამოსავალი წერტილია პერი-იმპლანტიტების შემთხვევაში. კონსტრუქციებმა მცირე ზომის ამოჭრის კუთხით, სწორი, ან ჩაზნექილი ამოჭრის პროფილით, შესაძლოა ხელი შეუწყოს ინდივიდუალურ ჰიგიენას და ამგვარად შეამციროს მარგინალური ძვლის დანაკარგი და პერი-იმპლანტიტის განვითარების რისკი. გამომდინარე აქესან, ნამდვილად ღირს არსებულ საკითხზე მოკვლევის ჩატარება.

     კვლევის მიზნები.

    კვლევის მიზნებს წარმოადგენს, გააანალიზოს სხვადასხვა ორთოპედიული კონსტრუქციებისა და სხვა ცნობილი რისკ-ფაქტორების გავლენა პერი-იმპლანტიტების გავრცელებაზე, პროგნოზირების მოდელის შექმნით.

    მასალები და მეთოდები. 

    ეს არის, პრევალენტური კვლევა პაციენტებზე, რომელთაც ჩაუტარდათ რესტავრაციები დენტალური იმპლანტებით, 2002წლის მარტსა და 2012წლის თებერვლის შუალედში. სეულის საუნივერსიტეტო კლინიკაში(სამხრეთ კორეა).

    პაციენტების გამორიცხვის კრიტერიუმებს წარმოადგენდა: სისტემური დაავადებები და მდგომარეობები, არარეგულარული შემანარჩუნებელი თერაპია ან არადამაკმაყოფილებელი ორალური ჰიგიენა, მწეველობა და ანამნეზში პერი-იმპლანტიტის არსებობა.

    სხვადასხვა მწარმოებლების იმპლანტები, იმპლანტები სხვადასხვა შეერთებებით(ძვლის დონეზე გარეთ, ძვლის დონეზე შიგნით და ქსოვილის დონეზე)

    მონაცემების დაჯგუფება მოხდა იმპლანტის შეერთების ტიპის(ძვლის დონეზე პლატფორმის გარე შეერთებით, ძვლის დონეზე პლატფორმის შიდა შეერთებით და ქსოვილის დონეზე), ამოჭრის კუთხის( 30 გრადუსზე მეტი და ნაკლები), ამოჭრის პროფილის(ჩაზნექილი, სწორი ან ამოზნექილი), იმპლანტის ადგილმდებარეობის, იმპლანტის დიამეტრის და სიგრძის, ანამნეზში პერიოდონტიტის,ძვლის აუგმენტაციის, იმპლანტის დაუყოვნებელი და დაყოვნებული მოთავსების, ერთ ან ორ-ეტაპიანი პროტოკოლის, ჭანჭიკოვანი ან ცემენტის ფიქსაციის, რესტავრაციაში იმპლანტის პოზიციის( ერთეული, დისტალური, შუა ან მედიალური გადახრით), გვირგვინი/იმპლანტის პროპორციის მიხედვით.

    პერი-იმპლანტიტის შემთხვევის გამოვლენა წარმოდგენილი იყო ზონდირების დროს სისხლდენით და/ან ჩირქდენით, გაზრდილი ზონდირების სიღრმით და ძვლის დანაკარგით 0.5მმ-ზე მეტად, რომელიც გაზომილ იქნა პროთეზის ფიქსაციიდან ერთი და ხუთი წლის შემდგომ პერიოდში.

    მარგინალური ძვლის დანაკარგი და პროთეზის მონახაზი გაზომილ იქნა პარალელური ტექნიკის გამოყენებით ჩატარებულ ინტრა-ორალურ რენტგენოგრაფიულ სურათზე. მარგინალური ძვლის დანაკარგი, ამოჭრის კუთხე და ამოჭრის პროფილი შეფასდა მედიალური და დისტალური ასპექტებით.

    (ფოტოზე) ამოჭრის კუთხის, ამოჭრის პროფილის და იმპლანტი/გვირვინის პროპორციის შეფასების მაგალითი.

    (a) ამოჭრის კუთხის შეფასების მაგალითი, ძვლის დონეზე არსებულ იმპლანტზე.

    (b) ქსოვილის დონეზე არსებულს იმპლანტზე.

    (c) იმპლანტი/გვირგვინის პროპორცია, ძვლის დონეზე არსებულ იმპლანტზე.

    (d) ქსოვილის დონეზე არსებულ იმპლანტზე.

     C: გვირგვინის სიგრძე მოიცავს იმპლანტის პლატფორმის ზემოთ არსებულ მთელ რესტავრაციას;

     l: იმპლანტის სიგრძე;

    წერტილებიანი ხაზი: იმპლანტის გრძელი ღერძი;

    შედეგები.

    კვლევა მოიცავდა 169 პაციენტსა და 349 დენტალურ იმპლანტს. 349დან 173 იმპლანტის გარშემო დაისვა პერი-იმპლანტიტის დიაგნოზი.

    ქსოვილის დონეზე არსებულ იმპლანტებზე(6.3% იმპლანტებისა) გაანალიზებული ფაქტორების ზეგავლენა პერი-იმპლანტიტის განვითარებაზე, არ აღმოჩნდა სტატისტიკურად მნიშველოვანი.

    ძვლის დონზე არსებული იმპლანტებზე, უფრო მეტ შემთხვევაში აღმოჩნდა ძვლის დანაკარგი და პერი-იმპლანტიტების განვითარება. მარგინალური ძვლის დანაკარგი და პერი-იმპლანტიტის გავრცელება გარეთა შეერთების ტიპების, ამოჭრის კუთხის 30გრადუსზე მეტი, ან ამობურცული ამოჭრის პროფილის დროს ბევრად მაღალი იყო.

    მარგინალური ძვლის დანაკარგისა და პერი-იმპლანტიტის განვითარების რისკი ბევრად მაღალი იყო ხიდისებურ კონსტრუქციაში შუა პოზიციის იმპლანტებზე, სხვა პოზიციებთან შედარებით.

    პერი-იმპლანტიტოს განვითარების ყველაზე მაღალი რისკი დაფიქსირდა ამგვარი კომბინაციის შემთხვევაში: ამოჭრის კუთზე 30გრადუსზე მაღალი, ჩაზნექილი ამოჭრის პროფილი, შუალედური პოზიცია

     სხვა ფაქტორები, როგორიცაა – პერიოდონტიტი ანამნეზში, გვირგვინი/იმპლანტის პროპორცია, პროთეზის ჭანჭიკოვანი ან ცემენტით რეტენცია, ჰქონდათ გავლენა მარგინალური ძვლის დანაკარგზე, თუმცა არა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

    საბოლოო პროგნოზირებადი მოდელისთვის : მხოლოდ ამოჭრის კუთხეს, ამოჭრის პროფილსა და იმპლანტის პოზიციას რესტავრაციაში, ჰქონდა საკმარისი სენსიტიურობა და სპეციფიკურობა კვლევაში.

    შეზღუდვები.

    რადგან 173  349 იმპლანტიდან დაზიანდა პერი-იმპლანტიტით, რომელიც 24.8%ს წარმოადგენს, არ არის ცნობილი რა არის ანალიზის ერთეული, როგორც ჩანს ის დამოკიდებულია ადგილმდებარეობის დონეზე(მედიალური ან დისტალური) უფრო მეტად, ვიდრე იმპლანტსა ან პაციენტზე. (?)

    პერი-იმპლანტიტის ყველა მონაცემი დადგენილია ადგილმდებარეობის დონით. არ არის ცნობილი, სტატისტიკური მოედლი თუ აკომპენსირებს მათ, მაგალითად ფაქტორები რომელთაც აქვს გავლენა ადგიმდებარეობის, იმპლანტისა და პაციენტის დონეზე.

    ცვლადი სიდიდეებისთვის სუბჯგუფები ძალზე მცირე ზომისაა. მაგალითისთვის, ქსოვილის დონეზე იმპლანტები მხოლოდ 22ია, და მხოლოდ 26 შუალედური პოზიციის იმპლანტი.

    კვლევის პრევალენტური სტილის გამო, ცვლილებები ისეთ ფაქტორებში, როგორიცაა, მაგალითად ნადების კონტროლი, არ არის ცნობილი.

    დასკვნები და გავლენა.

    ზედმეტად კონტურული კონსტრუქციები იმპლანტზე, ასოცირებულია პერი-იმპლტანტიტთან

    30 გრადუსზე მეტი ამოჭრის კუთხე, ამოზნექილი ამოჭრის პროფილი და იმპლანტის შუალედური პოზიცია ხიდისებურ კონსტრუქციაში, დამტკიცებულია, როგორც მაღალი რისკ-ფაქტორები მარგინალური ძვლის დანაკარგისა და პერი-იმპლანტიტის ჩამოყალიბებაში .

    კვლევა ხაზს უსვამს, რომ  ორთოპედიული სამუშაოს ფორმას დიდი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს ჰიგიენის სწორად დაცვის ხელშეწყობისა და შესაბამისად პერი-იმპლანტიტის განვითარების პრევენციისთვის..

    წყარო: JCP digest

    კვლევის ავტორები: Yuseung Yi, Ki‐Tae Koo, Frank Schwarz, Heithem Ben Amara, Seong‐Joo Heo

    თარგმანი: გიორგი მაზმიშვილი