Skip to content

M-Mist თერაპიის ათწლიანი შედეგები ძვლოვანი დეფექტებისას რეგენერაციული მატერიალების გამოყენებით და მის გარეშე

    M-Mist თერაპიის ათწლიანი შედეგები ძვლოვანი დეფექტებისას რეგენერაციული მატერიალების გამოყენებით და მის გარეშე

     

    Authors:
    Pierpaolo Cortellini, Simone Cortellini, Daniele Bonaccini, Maurizio S. Tonetti

    ფონი


    პაროდონტული რეგენერაციის კლინიკური შედეგები მიიღება სხვადასხვა ქირურგიული ტექნიკისა და რეგენერაციული მასალების გამოყენებით.
    ქირურგიული ტექნიკები ეფექტური გახდა მოდიფიცირებული განაკვეთების ადაპტირებით,კბილთაშორისი დვრილის შენარჩუნებისთვის. ეს ტექნიკები შექმნილია, დვრილის მთლიანობის დაცვით, ჭრილობის უკეთ დახურვის, კოლტის დაცვისა და პირველადი დაჭიმვით შეხორცებისთვის.
    მინანქრის მატრიცის წარმოებული (EMD) და რეზორბირებადი მემბრანები ითვლება ,,ოქროს სტანდარტად’’ ღრმა ძვალშიდა დეფექტებისთვის, კომბინაციაში ხარის ძვლის დეპროტეინირებულ მინერალთან (DBBM), დეფექტებში, ძვლოვანი საყრდენის გარეშე.
    ნაფლეთის ზომის, შეხორცების დროის, პაციენტის დისკომფორტის შესამცირებლად და ჭრილობის სტაბილურობის გაუმჯობესებისთვის დაინერგა მინიმალურად ინვაზიური ტექნიკები, როგორიცაა ,,მოდიფიცირებული მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული ტექნიკა (M-mist) და ,,ერთნაფლეთოვანი მიდგომა (SFA)”. მიუხედავად იმისა, რომ მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული ტექნიკები – ბიომატერიალებით და მის გარეშე – შედარდა ძვალშიდა დეფექტების მკურნალობისთვის, ხანგრძლივი სტაბილურობის შედეგების შესახებ აქამდე არ შეუსწავლიათ.

     

    მიზანი



    კვლევის მიზანია მკურნალობის კლინიკური სტაბილურობის შედარება M-mist ტექნიკით, მის გარეშე და კომბინაციაში ორ სხვა რეგენერაციულ ტექნიკასთან ძვალშიდა დეფექტებისთვის, ასევე, დანახარჯების შეფასება 10 წელზე მეტ პერიოდში ხელახალი ჩარევებისთვის.

    მატერიალები & მეთოდები



    • რანდომიზებული კონტროლირებული კვლევის 10 წლიანი დაკვირვება სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ღრმა ძვალშიდა დეფექტების მკურნალობაში: მხოლოდ M-MIST , M-MIST+ EMD, M-MIST + EMD + DBBM
    • ორმოცდა ხუთი მონაწილე, ერთი ღრმა ძვალშიდა დეფექტით, პროქსიმალურ ზედაპირზე ლოკალიზებული, ფურკაციის ჩართულობის გარეშე
    • პაციენტები შემთხვევითობის პრინციპით გადანწილდნენ მკურნალობის სხვადასხვა ჯგუფში: (i) მხოლოდ M-MIST (n=15), ნაკერი მოიჭიმა კოლტის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის; (ii) M-MIST + EMD (n=15) EMD-ის გამოყენებამდე მოხდა EDTA-ს აპლიკაცია 2 წუთის განმავლობაში. (iii) M-MIST + EMD + DBBM (n=15), DBBM-ის გამოყენებამდე შეიტანეს EDTA და EMD.
    • კლინიკური მონაცემები: ნადების ინდექსი, სისხლდენა ზონდირებისას, პაროდონტოლოგიური ჯიბის სიღრმე (PPD) და კლინიკური მიმაგრების დონე (CAL) შეფასდა ქირურგიულ ჩარევამდე ერთი კვირით ადრე და საკონტროლო გამოკვლევისას.
    • რენტგენოლოგიური მონაცემები: მანძილი მინანქარ-დუღაბის შეერთებიდან დეფექტის ფსკერამდე (CEJ-BC), მანძილი მინანქარ-დუღაბის შეერთებიდან კბილის ფესვის მწვერვალამდე (CEJ-A) – გაიზომა ელექტრონული სახაზავით ქირურგიულ ჩარევამდე ერთი კვირით ადრე და საკონტროლო გამოკვლევისას.
    გრძელვადიანი პაროდონტოლოგიური შემანარჩუნებელი თერაპია (SPC): პაციენტები კონტროლდებოდნენ ყოველ სამ თვეში, რეციდივის შემთხვევაში, ტარდებოდა ფესვების არაქირურგიული ინსტრუმენტირება, ღია კიურეტაჟი და რეგენერაციული ქირურგია. ასევე, არასაიმედო კბილების ექსტრაქცია.

    Figure 1: გართულებების გარეშე

    Figure 2: რეციდივის ჯამური ღირებულება 10 წლის მანძილზე

    Mantel-Haenszel-ის მრუდები ,,გართულებების გარეშე“ სამი ჯგუფისთვის (მოდიფიცირებული მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული ტექნიკა [M-MIST] წითელი, M-MIST + მინანქრის მატრიქსის წარმოებული [EMD] მწვანე, და M-MIST + EMD +DBBM ლურჯი). დიაგრამაზე ნაჩვენებია ექსპერიმენტულ კბილებზე პაროდონტიტის პირველი განმეორება. ნიშანდობლივი განსხვავება ჯგუფებს შორის არ დაფიქსირებულა.

    10 წლიანი დაკვირვებისას, დაავადების რეციდივის ჯამური ღირებულება (ევროს ექვივალენტში). დიაგრამა აჩვენებს პაროდონტიტის შემთხვევების განმეორებას და მის ღირებულებას ქირურგიული ჩარევის ჩათვლით. წერტილოვანი ხაზები აჩვენებს 95% CI. M-MIST წითელი, M-MIST EMD მწვანე და M-MIST EMD DBBM ლურჯი.

    შედეგები:



    ექსპერიმენტული პოპულაცია:
    • 3 მონაწილე გამოეთიშა კვლევას (მიზეზი არ არის კავშირში მკურნალობასთან) – თითო ადამიანი თითო ჯგუფიდან – 2 ოთხი წლის შემდეგ, ხოლო 1 – 6 წლის.
    • ნიმუში ჩაითვალა ჰომოგენურად, ვინაიდან დასაკვირვებელ ჯგუფებში არ დაფიქსირებულა ცვლილება პირის ღრუს ნადების ინდექსსა და სისხლდენის ინდექსში, სხვადასხვა დროს.
    • ყველა გამოსაკვლევი პირი იღებდა SPC-ს.
    ,,გართულებების გარეშე“:
    • დაფიქსირდა 10 შემთხვევა, სადაც საჭირო გახდა დამატებითი პაროდონტოლოგიური მკურნალობა: სამი M-MIST ჯგუფში, ხუთი M-MIST + EMD + DBBM ჯგუფში და ორი M-MIST + EMD ჯგუფში. რეგულარული SPC-ის მიღმა დამატებითი პაროდონტოლოგიური მკურნალობის საჭიროება დადგა 4 წლის, 4 წლის და 2 წლის შემდეგ.
    • ,,გართულებების გარეშე“ ნაწილში არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი განსხვავებები სამ ჯგუფს შორის, 7,46 წელი (95% CI: 7.05-7.87) მთელს პოპულაციაში.

     


    კლინიკური და რენტგენოლოგიური შედეგები:
    • CAL-თან, PPD-სთან და რენტგენოლოგიურ ძვლოვან სურათთან დაკავშირებით საწყის ეტაპზე, ერთი წლისა და ათი წლის შედარებით, ნიშანდობლივი განსხვავებები ჯგუფებს შორის არ დაფიქსირებულა.
    • ჯგუფშიდა განსხვავებები მნიშვნელოვანი იყო საწყის ეტაპსა და ერთი წლის შედარებით, თუმცა არ იყო ნიშანდობლივი ერთი წლისა და 10 წლის შედეგების შედარებით.
    • კვლევას ჰქონდა 13,3% სიმძლავრე კლინიკური მიმაგრების დონის(CAL) 0,2მმ-იანი ჯგუფშიდა სხვაობის აღმოსაჩენად 1 წლისა და 10 წლის შემდგომ დაკვირვებას შორის (ANCOVA).
    რეციდივის ჯამური ღირებულება:
    • ქირურგიული მკურნალობის გარეშე, რეციდივის მენეჯმენტის ყველაზე მაღალი ღირებულება დაფიქსირდა M-MIST + EMD + DBBM ჯგუფში.
    • საერთო ღირებულება, ქირურგიული მკურნალობისა და რეციდივის მენეჯმენტის ჯამით, ასევე ყველაზე მეტი დაფიქსირდა M-MIST + EMD + DBBM ჯგუფში.

    შეზღუდვები



    • არ არსებობს ინფორმაცია პერიაპიკალური რენტგენოგრაფიის სტანდარტიზებასთან დაკავშირებით.
    • ძლიერი სტატისტიკური მონაცემების მიღება შესაძლებელია უფრო დიდი ჯგუფების კვლევის შემდგომ.

    დასკვნები და გავლენები:



    • ღრმა ძვალშიდა დეფექტების მქონე კბილები, რაც ასოცირებულია პაროდონტული ჯიბის არსებობასთან, წარმატებით განკურნებადია M-MIST ტექნიკით, რეგენერაციული ბიომატერიალებით ან მის გარეშე.
    • რეგენერაციული მასალის გარეშე მიდგომა, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, იძლევა იგივე შედეგს ნაკლებ ფასად, რასაც ბიომატერიალების გამოყენების შემთხვევაში ვიღებთ.
    • თუ პაციენტი იღებს SPC-ს ნამკურნალები კბილის შენარჩუნება შესაძლებელია 10 წლიანი პერსპექტივით.
    • რეგენერაციული ბიომატერიალების გარეშე M-MIST ტექნიკით მიდგომა ღრმა ძვალშიდა დეფექტების მკურნალობისას გვაძლევს დამაკმაყოფილებელ შედეგს, უფრო ნაკლები დანახარჯით.