,,საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია“ – ,,ჯეოპერიო“ დაარსდა 2015 წლის 15 მარტს პაროდონტოლოგიურ სფეროში მომუშავე ქართველი ექიმების ჯგუფის მიერ (10 ექიმი-სტომატოლოგი). პრეზიდენტად აირჩიეს ექიმი ლალი ქოჩიაშვილი, რომელმაც შთააგონა ჯგუფი და ჰქონდა იდეა, შექმნილიყო ,,ჯეოპერიო“. იმ პერიოდისთვის, პაროდონტოლოგია იყო ნაკლებად პოპულარული და არცთუ ცნობილი სტომატოლოგიის განხრა იყო საქართველოში. ჯგუფის მიზანი იყო პერიოს პოპულარიზება პრაქტიკოს ექიმებში, პროფესორებში, სტუდენტებსა და პაციენტებში (მოსახლეობაში) და EFP-ის გაიდლაინებისა და პრინციპების წარდგენა. მას შემდეგ ასოციაცია ახორციელებს შიდა და საერთაშორისო შეხვედრებს, კურსებს,კონფერენციებს,სახალხო აქტივობებსა და სოციალურ მედია პროექტებს.
პროექტები, რომლებსაც ასოციაცია ახორციელებს საქათველოში:
- ,,პერიო აკადემია“ – კურსი პრაქტიკოსი ექიმებისათვის;
- ,,საბაზისო კურსი პაროდონტოლოგიაში“ – სტომატოლოგებისა და კურსდამთავრებულებისთვის;
- ,,ITOP“ – ტრენინგი პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის შესახებ
- ,,მე ვიხეხავ კბილებს“ – პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისთვის;
- ,,პერიობლოგი“ – ონლაინ პლათფორმა საჯარო ინფორმაციისთვის;
- ,,ახალი კლასიფიკაციის ტრენინგი“ – 3 საათიანი ტრენინგი პრაქტიკოსი ექიმებისათვის, რომელთაც სურთ ახალი კლასიფიკაციის გამოყენება;
- ,,ჯანმრთელი ღრძილის დღე“ – საჯარო აქტივობა;
- უფასო ლექციები სტუდენტებისთვის და ა.შ
დღეისთვის, ჯეოპერიოს 100-ზე მეტი წევრი ჰყავს და პაროდონტოლოგია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საინტერესო სტომატოლოგიის განხრაა საქართველოში.
ჩვენი მიზნები
- პაროდონტოლოგიისა და პირის ღრუს ჯანმრთელობის პოპულარიზაცია საქართველოში;
- პაროდონტოლოგიის საჭიროების მიმღებლობაში წვლილის შეტანა;
- პაროდონტოლოგიური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მაღალი დონის უზრუნველყოფაში პუბლიკაციებით, სტომატოლოგიური შეხვედრების ორგანიზებით, კონფერენციებით, ტრენინგებითა და ,, hands on“ კურსებით;
- EFP-ის მიერ მოწოდებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების გავრცელება და მონიტორინგი საქართველოს მასშტაბით;
- წვლილის შეტანა თანამედროვე კვლევებისა განხორციელებაში;
- გავხდეთ ,,ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის“ სრულფასოვანი წევრი და ვითანამშრომლოთ ადგილობრივ და საერთაშორისო ასოციაციებთან.
ასოციაციის იურიდიული მონაცემები:
დასახელება ინგლისურად: ,,Georgian Association of Periodontology“
დასახელება ქართულად: ,,საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია“
იურიდიული ფორმა: არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი
საიდენტიფიკაციო კოდი: 416317364