Skip to content

პირველი-მეორე ხარისხის პაროდონტიტის მკურნალობა ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის S3-საფეხური კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინი

     

    პირველი-მეორე ხარისხის პაროდონტიტის მკურნალობა ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის S3-საფეხური კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინი

     

    საიდან გაჩნდა ამ გაიდლაინის საჭიროება?


    პაროდონტიტის ახალი კლასიფიკაციის დანერგვამ უნდა გააადვილოს შესაბამისი პრევენციული და თერაპიული ჩარევების გამოყენება დაავადების სტადიისა და ხარისხის მიხედვით. S3 საფეხურის კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინის გამოყენება საშუალებას გვაძლევს ერთგვაროვანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომით ვმართოთ პირველი-მეორე ხარისხის პაროდონტიტი.
    რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
    თერაპიის არსებითი წინაპირობაა პაციენტის ინფორმირება დიაგნოზის,დაავადების მიზეზების,რისკ-ფაქტორების,მკურნალობის ალტერნატივებისა და მოსალოდნელი რისკებისა და სარგებლობის შესახებ. ასევე უნდა განემარტოს პაციენტს რა შეიძლება მოჰყვეს მკურნალობის უგულებელყოფას.
    დისკუსიას უნდა მოჰყვეს შეთანხმება პირის ღრუს მოვლის ინდივიდუალურ გეგმაზე.
    ეს გეგმა შეიძლება შეიცვალოს დაავადებების კლინიკური გამოვლინებებისა და ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობის ცვლილებების გავლენით

    როგორ განვსაზღვროთ ეს ინფოგრაფიკები?

    ლურჯი ფერი: რეკომენდაციები მკურნალობის კონკრეტული სტრატეგიის ან სპეციფიური პროცედეურების შესახებ.

    სტაფილოსფერი: ღია რეკომენდაციები,რომლებშიც კლინიცისტი განსაზღვრავს მკურნალობის კონკრეტული სტრატეგიების საბოლოო არჩევანს ან პაციენტის მახასიათებლებზე დაფუძნებულ სპეციფიურ პროცედურებს.
    გაურკვეველი რეკომენდაცია, რომლის დაზუსტებისთვის საჭიროა შემდგომი კვლევა

    წითელი: რეკომენდაციიები მკურნალობის კონკრეტული სტრატეგიის ან სპეციფიური მკურნალობის საწინააღმდეგოდ.
    A მყარი რეკომენდაცია
    ჩვენ გირჩევთ