ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის ორგანიზებით, #efp ანტვერპენში გაიმართა კონგრესი პერიო & ორთო სინერგია . #PerioMasterClinic
კონგრესის მიზანი იყო პაროდონტოლოგებისა და ორთოდონტების შეკრება მთელი მსოფლიოდან, რათა გაეზიარებინათ ცოდნა და საუკეთესო გამოცდილება კომბინირებული პერიო-ორთოდონტიული მკურნალობის შესახებ.
კონგრესზე განხილული რამდენიმე ძირითადი თემა იყო: როდის, რატომ და როგორ?
- ორთოდონტიული მკურნალობის დრო: ოპტიმალური დრო ორთოდონტიული მკურნალობის დასაწყებად, ასევე ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ მკურნალობაზე.
- პერიო-ორთო პაციენტების დაგეგმვა: მკურნალობის დაგეგმვა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ორივე ტიპის მკურნალობას.
- მკურნალობის ვადები: ორთოდონტიული მკურნალობის ხანგრძლივობა და შემანარჩუნებელი ფაზის ხანგრძლივობა, პაროდონტიტის მკურნალობასთან ერთად.
- სხვა თემები: ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ორთოდონტიასა და პაროდონტოლოგიაში, უახლესი კვლევები პერიო-ორთო სინერგიული მკურნალობის შესახებ, მკურნალობის ახალი ტექნიკა და მასალები.
![](https://geoperio.ge/wp-content/uploads/2023/03/334900048_212948264579601_6589184910996420780_n-1024x768.jpg)
![](https://geoperio.ge/wp-content/uploads/2023/03/334890929_1262842244312400_4920356576084007538_n-961x1024.jpg)
![](https://geoperio.ge/wp-content/uploads/2023/03/334912734_878271830094385_3207277918379941748_n-1024x768.jpg)
![](https://geoperio.ge/wp-content/uploads/2023/03/334921884_528178419463481_1272350259879839406_n-1024x725.jpg)