ერთწლიანი პაროდონტოლოგიური კურსი შედგება 16 მოდულისგან. 8 მოდული არაქირურგიული პაროდონტოლოგია და 8 მოდული ქირურგიული პაროდონტოლოგია. 16 მოდული განაწილებულია 10 თვეზე, და თვეში მოიცავს 4-5 შეხვედრას. კურსს უძღვებიან საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის ტრენერები, კურსს ასევე უძღვებიან მოწვეული უცხოელი ექსპერტები ანტონიო ლინარესი – პერიოქირურგი (ესპანეთი) და ჯავიდ აჰმედბეილი – პერიოქირურგი (აზერბაიჯანი).
კურსის განამოვლობაში მონაწილეები შეისწავლიან: თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ მუშაობას ღორის ყბებზე და მულაჟებზე, პრაქტიკულ მუშაობას პაციენტებთან და ლაივ ოპერაციებს.
ასევე, ერთწლიანი კურსის განმავლობაში, მონაწილეებს შეუძლიათ ეწვიონ იტალიას, ქალაქ ტურინს, სადაც გაივლიან სამდღიან ქირურგიულ კურსს, რბილი ქსოვილების მენეჯმენტის შესახებ, კურსს გაუძღვება იტალიელი პერიოქირურგი მიკელე პერელი.
შესაძლებელია კურსის მხოლოდ არაქირურგიული, ნაწილის არჩევა. ქირურგიული პაროდონტოლოგიის შესასწავლად, საჭიროა სრული კურსის გავლა. მხოლოდ არაქირურგიული კურსის არჩევის შემთხვევაში მონაწილე გადის 9 მოდულს (6თვე). კურსი ჩატარდება საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის სასწავლო ბაზაზე – ქ. რუსთავი, კოსტავას 11.