Skip to content

პერიო & დიაბეტი

ხშირად დასმული კითხვები

სხვაგვარად ცნობილია, როგორც ღრძილების დაავადება. ის გავლენას ახდენს კბილის გარშემო არსებულ ღრძილსა და ძვალზე, საბოლოოდ იწვევს კბილების დაკარგვას.

მსოფლიო პოპულაციის დაახლოებით ნახევარს აქვს იგი სხვადასხვა ხარისხით, 10%-ში ვხვდებით მწვავე ფორმას, რაც უმეტეს შემთხვევაში არის მიზეზი კბილების დაკარგვის.

პაროდონტის დაავადებას იწვევს ნერწყვში არსებული ბაქტერიები. ბაქტერიები ემაგრება კბილის ზედაპირს ყელის მიდამოში და წარმოიქმნება ნადები, რომელიც არის თეთრი და წებოვანი. თუ კბილის ნადების ეფექტური მოშორება არ ხდება ყოველ 12 საათში ის შეიძლება გამყარდეს და წარმოიქმნას ქვა. ბაქტერიები იწვევენ ღრძილების გაღიზიანებას (ანთებას).

ღრძილების დაავადების განვითარებას და მდგომარეობის დამძიმებას შეიძლება ხელი შეუწყოს თამბაქოს მოხმარებამ, დიაბეტმა, სტრესმა, გენეტიკურმა ფაქტორებმა.

მომატებულმა შაქრის შემცველობამ სისხლში, რაც ვითარდება დიაბეტის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ნერვების, სისხლძარღვების, გულის, თირკმებლების, თვალების და ფეხების სხვადასხვა დაზიანებები. ანალოგიურად ხდება ღრძილების შემთხვევაშიც, სისხლში შაქრის მომატება იწვევს ღრძილების დაზიანებას.

კვლევებით დამტკიცებულია რომ პაროდონტის დაავადების მწვავე ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქარის დონის მომატება, როგორც დიაბეტიან, ასევე დიაბეტის არ მქონე პაციენტებიში. ასე, რომ პაროდონტის დაავადებასა და დიაბეტს შრის არის ორმხრივი კავშირი.

ანთება, რომელიც არსებობს ღრძილებში, გადადის სისხლის მიმოქცევაში და არღვევს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას, რაც გავლენას ახდენს სისხლში შაქრის კონტროლზე.

ადრეული სიმპტომი არის სისხლდენა, რომელიც აღინიშნება კბილების წმენდის ან კვების დროს, ღრძილების სიწითლე და შეშუპება და უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. თუ აღნიშნული სიმპტომები არ იქნა ნამკურნალები დაავადება პროგრესირებს, რასაც საბოლოო ჯამში იწვევს ძვლის დესტრუქციას (დაშლას). შეიძლება განვითარდეს ღრძილის რეცესია (ზომაში შემცირება), რაც გამოიწვევს კბილების დაგრძელებას. ასევე შეიძლება კბილები ერთმანეთს დაშორდნენ და მათ შორის გაჩნდეს სივრცეები, დაავადების პროგრესირებასთან ერთად კბილები ირყევა. დაავადებას იშვიათად ახასიათებს მტკივნეულობა.

დიახ, ღრძილების დაავადების პრევენცია შესაძლებელია ეფექტურად შერჩეული ნადების მოშორების ტექნიკით, მათ შორის კბილების და კბილთაშორისი სივრცეების გაწმენდით. ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოწევაზე უარის თქმა, ჯანსაღად დაბალანსებუილი საკვები და რეგულარული ვარჯიში.

დიაბეტიან პაციენტებს შეუძლიათ შეამცირონ პაროდონტის დაავადების განვითარების რისკი სისხლში შაქრის კონტროლით.

ხანდახან პაროდონტის დაავადების სიმპტომები შეუმჩნეველია, განსაკუთრებით მწეველ ადამიანებში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები.

პაროდონტის დაავადების წარმატებული მკურნალობა შესაძლებელია, განსაკუთრებით მაშინ თუ დავადებას აღმოვაჩენთ საწყის სტადიაზე. მკურნალობის მენეჯმენტი მოიცავს სახლის ჰიგიენის ტექნიკის გაუმჯობესებას და მკურნალობის ინტენსიური კურსის გავლას, რომლის დროსაც ხდება კბილების პროფესიული წმენდა პაროდონტოლოგის ან ჰიგიენისტის მიერ. პაროდონტის დაავადების მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ექიმსა და პაციენტს შორის მთელი ცხოვრების განმავლობაში.

მკურნალობისთვის ასევე მნიშვნელოვანია მოწევაზე უარის თქმა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. არამწეველებში მკურნალობე გაცილებით ეფექტურად მიმდინარეობს, ვიდრე მწეველებში.

წარმატებულად ითვლება მკურნალობა, როდესაც ღრძილები ღია ვარდისფერია, არ აღინიშნება ნადები კბილებზე, სისხლდენა და უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. თუ პაციენტს აქვს დაავადების მძინე ფორმა, თანდართული ღრძილების რეცესიით და ძვლის დაშლით, უმეტეს შემთხვევაში ძვლის აღდგენა შეუძლებელია. თუმცაღა კარგი ის არის, რომ შესაძლებელია მდგომარეობის დასტაბილურება და მორყეული კბილების გამყარება. პაციენტი კბილებს ინარჩუნებს დიდი ხნით (შესაძლოა მთელი სიცოცხლეც), ვიდრე მკურნალობის უგულებელყოფის შემთხვევაში.

მკურნალობა იმ დიაბეტიან პაციენტებში, რომლებიც აკონტროლებენ სისხლში შაქრის შემცველობას, შეიძლება განხორციელდეს იგივე წარმატებით, როგორც დიაბეტის არმქონე პაციენტებში. კვლევების თანახმად პაროდონტოლოგიურმა მკურნალობამ შეიძლება გააუმჯობესოს სისხლში შაქრის კონტროლი, რთულად კონტროლირებადი დიაბეტის მქონე პაციენტებშიც კი და ასევე შეამციროს დიაბეტის სხვა გართულებების რისკი.

ჩვენს საიტზე პაციენტების გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ დამატებით ინფორმაციას, ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოები და ჩამოტვირთოთ ინფოგრამები.

ასევე EFP-ის (ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაცია) ვებ გვერდზე https://www.efp.org/for-patients/