Skip to content

I-III ხარისხის პაროდონტიტის მკურნალობა
EFP S3 დონის კლინიკურ-პრაქტიკული გაიდლაინი

    რატომ არის ეს გაიდლაინი საჭირო?


    პაროდონტიტის ახალი კლასიფიკაციის დანერგვამ ხელი უნდა შეუწყოს შესაბამისი პროფილაქტიკური და თერაპიული ჩარევების გამოყენებას, დაავადების სტადიისა და ხარისხის გათვალისწინებით. S3 დონის კლინიკური გაიდლაინის გამოყენება საშუალებას მისცემს ერთგვაროვან და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომას I-III სტადიის პაროდონტიტის მართვაში.
    რა უნდა იცოდნენ პაციენტებმა?
    თერაპიის აუცილებელი წინაპირობაა, პაციენტის ინფორმირება დიაგნოზის შესახებ, მათ შორის მდგომარეობის, რისკ-ფაქტორების, მკურნალობის ალტერნატივების, მოსალოდნელი რისკებისა და სარგებელის შესახებ. ასევე ახსნა-განმარტებები მკურნალობაზე უარის თქმის შედეგების შესახებ.
    ამ განხილვას უნდა მოჰყვეს შეთანხმება ინდივიდუაური მოვლის გეგმაზე.
    პაციენტის სურვილის, ზოგადი ჯანმრთელობის და კლინიკური შედეგების გათვალისწინებით შესაძლოა მოხდეს გეგმის შეცვლა მკურნალობის პროცესში.

    როგორ უნდა აღვიქვათ ეს ინფოგრაფიკა?

    ლურჯი ფერი: რეკომენდაციები მკურნალობის კონკრეტული სტრატეგიის ან კონკრეტული პროცედურის სასარგებლოდ.

    სტაფილოსფერი: ღია რეკომენდაცია, რომელშიც კლინიცისტი პასუხისმგებელია მკურნალობის კონკრეტული სტრატეგიის ან კონკრეტული პროცედურის საბოლოო არჩევაზე, პაციენტის კონკრეტულ მახასიათებლებზე დაყრდნობით.

    წითელი ფერი: რეკომენდაციები მკურნალობის კონკრეტული სტრატეგიის ან კონკრეტული პროცედურის წინააღმდეგ

     

     

     

     

     

     

    ნაბიჯი 4:
    დამხმარე პაროდონტოლოგიური მოვლა (SPC)


    მიზანი:


    აქტიური მკურნალობის წარმატებით დასრულების შემდეგ პაროდონტიტის რეციდივის/პროგრესიის პრევენცია. ის უნდა ჩატარდეს ყველა პაციენტში, მათი მდგომარეობის გათვალისწინების მიუხედავად, რომ იმყოფებიან პაროდონტიტის რეციდივის/პროგრესიის მაღალი რისკის ქვეშ. ეს ნაბიჯი მოიცავს სპეციალურად შემუშავებულ დამხმარე პაროდონტოლოგიურ მოვლას (SPC), რომელიც დამყარებულია პრევენციული და თერაპიული ჩარევების ერთობლიობაზე და ხორციელდება სხვადასხვა ინტერვალებით:
    • არ არსებობს ჯიბეები > 4 მმ სისხლდენით ზონდირებაზე.
    • არ არსებობს ღრმა პაროდონტული ჯიბეები [≥ 6 მმ].