Skip to content

I-III პაროდონტიტის მკურნალობა
EFP S3-დონის კლინიკური მეთოდების გაიდლაინი

     

    I-III პაროდონტიტის მკურნალობა
    EFP S3-დონის კლინიკური მეთოდების გაიდლაინი

     

    საიდან მოდის ამ გაიდლაინის საჭიროება?


    პაროდონტიტის ახალი კლასიფიკაცია გაამარტივებს სათანადო პროფილაქტიკური და თერაპიული ინტერვენციების გამოყენებას დაავადების სტადიის და ხარისხის მიხედვით.აღნიშნული რეკომდენაციები საშუალებას მოგცემთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებას I-III სტადისს პაროდონტიტის მართვისას.
    რა უნდა იცოდნენ პაციენტებმა?
    აუცილებელი წინაპირობა – თერაპია არის პაციენტის დიაგნოზის,გამომწვევი მიზეზების,რისკ-ფაქტორების,ალტერნატიული მკურნალობის,მოსალოდნელი რისკების და სარგებლის დასადგენად,მათ შორის მოიცავს ახსნა-განმარტებას მკურნალობაზე უარის თქმის შედეგებთან დაკავშირებით.
    ამ განხილვას უნდა მოჰყვეს შეთანხმება ინდივიდუალური მოვლის საშუალებებზე.
    შესაძლოა გეგმა შეიცვალოს მკურნალობის პროცესში,ეს დამოკიდებულია პაციენტის უპირატესობებზე, კლინიკურ შედეგებზე და ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

    როგორ განვმარტოდთ ეს მაჩვენებლები?

    ლურჯი ფერი: რეკომენდაციები კონკრეტულ სტრატეგიებზე მკურნალობის ან სპეციფიკური პროცედურის სასარგებლოდ.

    ნარინჯისფერი: ღია რეკომენდაცია, რომელიც პასუხისმგებელია მკურნალობის კონკრეტული სტრატეგიის ან პროცედურის საბოლოო არჩევანზე, პაციენტის სპეციფიკურ მახასიათებლებზე დაყრდნობით.
    გაურკვეველი რეკომენდაცია, რომლის დაზუსტებისთვის საჭიროა შემდეგი კვლევა.

    წითელი ფერი: რეკომენდაცია განსაკუთრებილი სტრატეგიის წინააღმდეგ, მკურნალობის ან სპეციფიური პროცედურის მიმართ.
    A მტკიცე რეკომენდაცია
    ჩვენ გირჩევთ

     

     

     

     

    საფეხური 1

     

    მიზანი:


    პაციენტის მოტივაციის შედეგად მისი უნარ-ჩვევების შეცვლა რომ განხორციელდეს:
    . სუპრაგინგივალური ბიოაპკის წარმატებით მოცილება
    .რისკ-ფაქტორების კონტროლი
    უნდა ჩატარდეს პაროდონტიტის მქონე ყველა პაციენტში, დაავადების სტადიის მიუხედავად.
    ხშირად, ხელახლა უნდა შეფასდეს, იმისთვის რომ:
    . განაგრძოთ მოტივირება ან აღმოაჩინოთ სხვა ალტერნატივა
    . განვითარდეს ბიოაპკის მოცილების უნარები, საჭიროებისამებრ მოდიფიცირდეს
    . მივცეთ შესაბამისი რეაგირების საშუალება მკურნალობის შემდგომ ეტაპზე