რატომ არის ეს გაიდლაინი საჭირო?
პაროდონტიტის ახალი კლასიფიკაციის დანერგვამ ხელი უნდა შეუწყოს შესაბამისი პროფილაქტიკური და თერაპიული ჩარევების გამოყენებას, დაავადების სტადიისა და ხარისხის გათვალისწინებით. S3 დონის კლინიკური გაიდლაინის გამოყენება საშუალებას მისცემს ერთგვაროვან და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომას I-III სტადიის პაროდონტიტის მართვაში.
რა უნდა იცოდნენ პაციენტებმა?
თერაპიის აუცილებელი წინაპირობაა, პაციენტის ინფორმირება დიაგნოზის შესახებ, მათ შორის მდგომარეობის, რისკ-ფაქტორების, მკურნალობის ალტერნატივების, მოსალოდნელი რისკებისა და სარგებელის შესახებ. ასევე ახსნა-განმარტებები მკურნალობაზე უარის თქმის შედეგების შესახებ.
ამ განხილვას უნდა მოჰყვეს შეთანხმება ინდივიდუაური მოვლის გეგმაზე.
პაციენტის სურვილის, ზოგადი ჯანმრთელობის და კლინიკური შედეგების გათვალისწინებით შესაძლოა მოხდეს გეგმის შეცვლა მკურნალობის პროცესში.