Skip to content

პერიო&კარდიო&დიაბეტი

    2021 წლის 11 დეკემბერს გაიმართა კონფერენცია ,,პერიო&კარდიო&დიაბეტი’’, რომელიც ემსახურება სხვადასხვა პროფილის ექიმების კოლაბორაციას და საერთო პაციენტების ერთობლივ მენეჯმენტის დაგეგმარებას.

    კონფერენციაში მონაწილეობდნენ ექიმისტომატოლოგები, კარდიოლოგები და ენდოკრინოლოგები. ასევე, ონლაინპრეზენტაციით წარსდგა ფილიპო გრაციანი, ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და აღნიშნული პროექტების ავტორი.

    ,,პერიო&კარდიო’’ და ,,პერიო&დიაბეტი’’ წარმოადგენს ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის პროექტებს, რომლებიც ემსახურება ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი კავშირების შესახებ ამ დაავადებებს შორის. პროექტებს საქართველოში ახორციელებს საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია, რათა ხელი შეუწყოს მკურნალობის თანამედროვე გაიდლაინების გაცნობას ქართველი ექიმებისთვის