Skip to content

admin

ჯანმრთელი ღრძილის დღე 2022

    12 მაისი ჯანმრთელი ღრძილის დღეა !  2022 წლის 12 მაისს საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციამ, ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციასთან ერთად, ეს დღე უკვე მეოთხედ აღნიშნა და ამჯერადაც გამორჩეული ღონისძიებით.  პერიობასი მთელი თბილისის მასშტაბით გადაადგილდებოდა და ავრცელებდა ინფორმაციას ღრძილისა და პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ. https://www.youtube.com/watch?v=w3ypp6n0QUc Previous Next

    ევროპერიო 10-ზე რეგისტრაცია დაიწყო

      რატომ უნდა დაესწროთ ევროპერიოს ? ევროპერიო არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური კონგრესი პაროდონტოლოგიასა და იმპლანტოლოგიაში . კონგრესი მოიცავს მდიდარ და სხვადასხვა სამეცნიერო პროგრამას,ინტერაქციულ სესიებს,live ოპერაციებს . თქვენ მოუსმენთ 120 ტოპ სპიკერს პაროდონტოლოგიასა და იმპლანტოლოგიაში. შესაძლებლობა გექნებათ უდიდეს საგამოფენო სივრცეში გაეცნოთ ულტრათანამედროვე პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს . იხილავთ 1000 -მდე ახალ პუბლიკაციას . საუკეთესო ადგილია გაიცნოთ კოლეგები და გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება . ევროპერიო 10 ჩატარდება 2022 წელს, 15-18… Read More »ევროპერიო 10-ზე რეგისტრაცია დაიწყო

      პირის ღრუს ლორწოვანი დაავადებების მართვის გასვლითი კურსი – მაისი 2021

        ჩატარდა პირის ღრუს ლორწოვანი დაავადებების მართვის 2 დღიანი გასვლითი ინტენსიური კურსი საგურამოში, სასტუმრო “სევსამორა”. Read More…

        დაუყოვნებელი იმპლანტაციისა და დროებითი კონსტრუქციის გავლენა ღიმილის ესთეტიკაზე

          კვლევა კვლევის ავტორები: Hsun‐Liang Chan, Furat George, I‐Ching Wang Fernando Suárez López del Amo, Janet Kinney, Hom‐Lay Wang წყარო: JCP digest წინაპირობა აღიარებულია, რომ იმპლანტის დაუყოვნებელი ფიქსაცია ისეთივე წარმატებული შესაძლოა იყოს, როგორც ტრადიციული მიდგომით ჩატარებული იმპლანტაცია. ასევე დამტკიცებულია , რომ დაუყოვნებელი იმპლანტაცია უვნებელია ალვეოლისა და ძვლისთვის, ხოლო მისი ზეგავლენა ლორწოვან გარსზე , ჯერ კიდევ საკამათოა. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, არსებობს ლორწოვანის რეცესიის მომატებული რისკი, სხვა კვლევებით… Read More »დაუყოვნებელი იმპლანტაციისა და დროებითი კონსტრუქციის გავლენა ღიმილის ესთეტიკაზე

          ორთოპედიული კონსტრუქციების ზეგავლენა პერი-იმპლანტიტზე

            წინაპირობა. პერი-იმპლანტიტი კბილის ნადებთან ასოცირებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც იმპლანტის გარშემო არსებული ქსოვილების დაზიანებას იწვევს. იგი ხასიათდება ლორწოვანი გარსის ანთებითა და იმპლანტის ირგვლივ ძვლის პროგრესირებადი დესტრუქციით. რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს : პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა, ანამნეზში პერიოდონტიტის არსებობა და არარეგულარული შემანარჩუნებელი თერაპია. არსებობს მოსაზრება, კონკრეტული ორთოპედიული კონსტრუქციების მოხაზულობასა და პერი-იმპლანტიტების შესაძლო კავშირის შესახებ. კამათის საგანია, მაგრამ მიიჩნევა, რომ ფიქსირებული კონსტრუქციების სწორი ამოჭრის პროფილი ან ჩაზნექილი ინტერპროქსიმალური არეები, ხელს… Read More »ორთოპედიული კონსტრუქციების ზეგავლენა პერი-იმპლანტიტზე

            ახალი პერიოკლასიფიკაციის ტრენინგი

              პაროდონტისა და იმპლანტის ირგვლივი ქსოვილების, დაავადებების და მდგომარეობების ახალი კლასიფიკაცია განკუთვნილია ექიმი სტომატოლოგებისთვის.  პროექტი გულისხმობს ყველა ექიმებისთვის ახალი პერიოკლასიფიკაციის გაცნობას, მათ ინფორმირებას და ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლებას.  საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის მიერ ითარგმნა ახალი პერიოკლასიფიკაცია, რომელიც ანახლებს აქამდე არსებულ 1999 წლის  კლასიფიკაციას პაროდონტის და იმპლანტის ირგვლივი ქსოვილების დაავადებების და მდგომარეობების ერთიანი კლასიფიკაციის არსებობა მნიშვნელოვანია , იმისათვის რომ კლინიცისტებმა სწორად დასვან დაიგნოზი და შეადგინონ უნივერსალური მკურნალობის გეგმა.… Read More »ახალი პერიოკლასიფიკაციის ტრენინგი

              ახალი პრეზიდენტისა და ბორდის არჩევნები 2021

                2021 წლის 28 თებერვალს შედგა ჯეოპერიოს ახალი პრეზიდენტის, ვიცე პრეზიდენტისა და ბორდის არჩევნები. საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პირველმა და გამორჩეულმა პრეზიდენტმა, ლალი ქოჩიაშვილმა, პრეზიდენტის ტიტული გადააბარა არაჩვეულებრივ, ენერგიულ და შრომისმოყვარე, უკვე ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, თათია როხვაძეს. ახალმა პრეზიდენტმა წარადგინა ვიცე-რეზიდენტი – თათია ქოჩლაძე და ძველი ბორდის წევრების მიერ აირჩა ახალი. ასევე, შედგა EFP-სა და World Heart Federation-ის ახალი პროექტის Perio&Cardio პრეზენტაცია. (პროექტის ხელმძღვანელი: ანა თავართქილაძე). საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია დიდ მადლობას უხდის ლალი ქოჩიაშვილს საუკეთეს წლებისთვის და წარმატებებს უსურვებს ახალ პრეზიდენტსა და მთელს გუნდს. გალერეაში გადასვლა

                საბაზისო კურსი პაროდონტოლოგიაში 17.10.20

                  17.10.2020-ში კიდევ ერთმა ჯგუფმა დაასრულა საბაზისო კურსი პაროდონტოლოგიაში. 10 ლექციის ფარგლებში მათ შეისწავლეს პაროდონტის ქსოვილების გამოკვლევის მეთოდები, დიაგნოზის დასმა ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, პაროდონტიტისა და გინგივიტის მკურნალობა უახლესი 2020 წლის გაიდლაინის მიხედვით. მორყეული კბილების შინირებისა და შემდგომი პროფილაქტიკის მეთოდები. პაროდონტიტის ქირურგიული მკურნალობა და გვირგვინების კლინიკური დაგრძელება, ესთეტიკური და ფუნქციური ქირურგია. თითოეულ კურსანტს საშუალება ჰქონდა ხელით ემუშავა მოდელებზე!  გალერეაში გადასვლა

                  ბათუმის რეგიონალური კურსი

                    2020 წლის 1-6 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმში შედგა ინტენსიური კურსი პაროდონტოლოგიაში ტრენინგები მოიცავდა პაროდონტოლოგიის, როგორც არაქირურგიულ, ასევე ქირურგიულ ასპექტებს. მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ახალ კლასიფიკაციას, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის თანამედროვე მეთოდებს. პერი იმპლანტიტის მკურნალობასა და იმპლანტების პროფილაქტიკას. კურსანტებმა პრაქტიკულად იმუშავეს მულაჟებზე. კურსის ბოლოს გადაეცათ დამადასტურებელი სერტიფიკატები.  გალერეაში გადასვლა