დაუყოვნებელი იმპლანტაციისა და დროებითი კონსტრუქციის გავლენა ღიმილის ესთეტიკაზე

კვლევა

კვლევის ავტორები: Hsun‐Liang Chan, Furat George, I‐Ching Wang
Fernando Suárez López del Amo, Janet Kinney, Hom‐Lay Wang
წყარო: JCP digest

წინაპირობა

აღიარებულია, რომ იმპლანტის დაუყოვნებელი ფიქსაცია ისეთივე წარმატებული შესაძლოა იყოს, როგორც ტრადიციული მიდგომით ჩატარებული იმპლანტაცია. ასევე დამტკიცებულია , რომ დაუყოვნებელი იმპლანტაცია უვნებელია ალვეოლისა და ძვლისთვის, ხოლო მისი ზეგავლენა ლორწოვან გარსზე , ჯერ კიდევ საკამათოა. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, არსებობს ლორწოვანის რეცესიის მომატებული რისკი, სხვა კვლევებით კი საპირისპიროა დამტკიცებული. უფრო მეტიც, რამოდენიმე ადგილობრივ რისკ-ფაქტორს, როგორიცაა იმპლანტის ბუკალური(ლიყისკენა) პოზიცია, ქსოვილის თხელი ფენოტიპი, ლოყისკენა ფირფიტის სისქე, შეუძლიათ გაზარდონ რეცესიის რისკები. ლორწოვანის რეცესიის რისკების შემცირების და/ან თავიდან არიდებისათვის, რამდენიმე მეთოდია მოწოდებული. ასეთია უნაფლეთო ოპერაცია, შემაერთებელ ქსოვილოვანი გრაფტის გამოყენებით. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, აშკარაა, რომ დროებითი კბილის დაუყოვნებელი ფიქსაცია პაციენტისთვის ყველაზე მოსახერხებელი და მისაღებია, ამას გარდა, დაყოვნებულ ფიქსაციასთან შედარებით, შესაძლოა უფრო მეტად შეუწყოს ხელი კბილთაშორისი დვრილის სიმაღლისა და სახის შუა მესამედის ლორწოვანის სიმაღლის დონის შენარჩუნებას. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო ესთეტიკური შედეგისათვის. 

კვლევის მიზნები

 

კვლევის პირველად მიზანს წარმოადგენდა რომ შეედარებინა სახის შუა მესამედის ლორწოვანის დონის ცვლილებები, დაუყოვნებელი წესით მოთავსებული იმპლანტების შემთხვევაში, დაუყოვნებელი და მოგვიანებითი დროებითი კბილის ფიქსაციის დროს. მეორეულ მიზნებს კი წარმოადგენდა, ინტერპროქსიმალური დვრილის დონის, იმპლანტის ესთეტიკის, მარგინალური ძვლის დონისა და კორტიკალური ძვლის ცვლილებების შეფასება.

მასალები და მეთოდები

 

ჩატარდა CBCT(კონუსურ-სხივიანი კომპიუტერული ტომოგრაფია), იმპლანტის მოთავსების წინ(T0) და საბოლოო გვირგვინის ჩაბარების შემდეგ(T1) პირველადი და მეორეუოი შედეგები აღიწერა ერთი დამკვირვებლის მიერ, პოსტოპერაციიდან ორი კვირის და ასევე ერთი თვის შემდეგ (T0), ვიზიტიზე მუდმივი გვირგვინის მიღებისთვის(T1), და საბოლოო ვიზიტი 12თვის თავზე(T2)

 

ფოტოზე

ორ სხვადასხვა დროის მონაკვეთში გაზომილი პარამეტრების ილუსტრაცია: საბაზისო მონაცემები და იმპლანტაციიდან 4თვის შემდეგ. ლოყისკენა ძვლის სისქის შემცირება იმპლანტაციიდან ოპერაციიდან 4თვის შემდეგ(T1) გაზომვის სხვადასხვა დონეზე(2მმ ინტერვალით) იმპლანტის პლატფორმის ზევით, CBCT შეთავსებით ანალიზში. (a) ექსტრაქციამდე, წითელ წერტიალებიანი ხაზი წარმოადგენს ნარჩენი ფესვის ლოყისკენა ძვლის ფირფიტის ყველაზე გარეთა ზედაპირს. (b) იმპლანტაციის შემდეგ T1ზე, ლურჯ წერტილებიანი ხაზი წარმოადგენს იმპლანტის ლოყისკენა ძვლის ფირფიტის ყველქზე გარეთა ზედაპირს. გაზომილ იქნა იმპლანტაციის შემდეგ ლოყისკენა ძვლის სისქე(მწვანე ისარი) (c) ორი სურათის შედარებამ(T1 და T2) აჩვენა რეზორბციის სიდიდე(ყვითელი ისარი);

შედეგები

• იმპლანტის შენარჩუნება T2ზე: 100% კონტროლირებად ჯგუფში და 90% საცდელ ჯგუფში.

• ლორწოვანის რეცესიის საშუალო მაჩვენებელი: სტატისტიკურად არ ყოფილა მნიშვნელოვანი განსხვავება – საცდელ ჯგუფში (0.1მმ+_0.9მმ), კონტროლირებად ჯგუფში(0.1მმ+_0.7მმ), T2ზე.

• მედიალური და დისტალური დვრილის სიმაღლე: საყურადღებო განსხვავება ჯგუფებს შორის არ ყოფილა

• ნადების ინდექსი, ღრძილის ინდექსი, ვარდისფერი და თეთრი ესთეტიკის შეფარდება T2ზე: საყურადღებო განსხვავება ჯგუფებს შორის არ ყოფილა

• მარგინალური ძვლის დანაკარგის საშუალო დონე: სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა. T1ზე საცდელ ჯგუფში 0.7მმ+_0.6მმ, კონტროლირებად ჯგუფში 0.6მმ+_0.6მმ. T2ზე საცდელ ჯგუფში 0.8მმ+_0.7მმ, კონტროლირებად ჯგუფში 0.8+_0.6მმ

• ვერტიკალური კორტიკალური ძვლის დანაკარგი იმპლანტის ლოყისკენა მხარეს მნიშვნელოვნად უფრო აშკარად იყო გამოხატული (0.7მმ+_0.6მმ), ვიდრე საცდელ ჯგუფში(0.3მმ+_0.4მმ)

• ლოყისკენა ძვლის ფირფიტის ჰორიზონტალური რეზორბცია იმპლანტის პლატფორმაზე: სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა საცდელ ჯგუფს( 23.9%) და კონტროლირებად ჯგუფს(22.4%) შორის არ ყოფილა T2ზე

• იმპლანტის მიმდებარე ძვლის სისქე/შემცირება მისი პლატფორმის ზევით ძვლის სისქის სხვადასხვა დონეზე: სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ჯგუფებს შორის არ ყოფილა.

• ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ კორტიკალური ძვლის ცვლილებებს და ძვლის სისქის შემცირებას პლატფორმის ზევით, არ ქონია გავლენა შუა მესამედის ლორწოვანის რეცესიაზე.

 

დასკვნა

• კვლევამ აჩვენა, რომ მოკლე პერიოდში, წარმატებული ესთეტიკური და ფუნქციური შედეგები შესაძლებელია მიღწეულ იქნას დროებითი კბილის როგორც დაყოვნებული, ასევე დაუყოვნებელი ფიქსაციის დროს. დაუყოვნებელი ფიქსაცია არ ზრდის ესთეტიკურ შედეგს, და შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმპლანტის დაკარგვის მომატებულ რისკთან

• ორივე ჯგუფთან გამოვლინდა მარგინალური ძვლის დონის, დვრილის სიმაღლის და ძვლის რემოდელირების მცირე ცვლილებები

• დაუყოვნებელმა იმპლანტაციამ შესაძლოა შეინარჩუნოს რბილი ქსოვილების დონე. დაყოვნებული რესტავრაცია არ წარმოქმნის ლორწოვანის რეცესიის მომატებულ რისკს დაუყოვნებელთან შედარებით და ესთეტიკური შედეგი შესაძლებელია თანაბრად იქნას მიღწეული ორივე მიდგომის საშუალებით

• კვლევამ აჩვენა, რომ მოკლე პერიოდში, წარმატებული ესთეტიკური და ფუნქციური შედეგები შესაძლებელია მიღწეულ იქნას დროებითი კბილის როგორც დაყოვნებული, ასევე დაუყოვნებელი ფიქსაციის დროს. დაუყოვნებელი ფიქსაცია არ ზრდის ესთეტიკურ შედეგს, და შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმპლანტის დაკარგვის მომატებულ რისკთან

• ორივე ჯგუფთან გამოვლინდა მარგინალური ძვლის დონის, დვრილის სიმაღლის და ძვლის რემოდელირების მცირე ცვლილებები

• დაუყოვნებელმა იმპლანტაციამ შესაძლოა შეინარჩუნოს რბილი ქსოვილების დონე. დაყოვნებული რესტავრაცია არ წარმოქმნის ლორწოვანის რეცესიის მომატებულ რისკს დაუყოვნებელთან შედარებით და ესთეტიკური შედეგი შესაძლებელია თანაბრად იქნას მიღწეული ორივე მიდგომის საშუალებით