12 მაისი ჯანმრთელი ღრძილის დღეა !
2022 წლის 12 მაისს საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციამ, ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციასთან ერთად, ეს დღე უკვე მეოთხედ აღნიშნა და ამჯერადაც გამორჩეული ღონისძიებით.
პერიობასი მთელი თბილისის მასშტაბით გადაადგილდებოდა და ავრცელებდა ინფორმაციას ღრძილისა და პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ.