საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციასა და საქართველოს დენტალ ჰიგიენისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია სტომატოლოგიის დარგის განვითარებისთვის პრევენციისა და დაავადებების მონიტორინგის კუთხით. ორივე ასოციაცია ეფუძვნება ევროპულ გაიდლაინებსა და ხედვას, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდა დაინტერესებულ პრაქტიკოსებს სწორი მიმართულება და ცოდნა დანერგონ საკუთარ პრაქტიკაში.
თანამშრომლობა გულისხმობს საერთო აქტივობების, პროექტების და ღინისძიებების ორგანიზებას. საგანმანათლებლო და საინფორმაციო დოკუმენტებზე ერთობლივ მუშაობას.
ჯეოპერიოს გუნდი მოხარულია ხელი შეუწყოს და განავითაროს დენტალ ჰიგიენისტის პროფესია საქართველოში და სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს დენტალ ჰიგიენისტთა ასოციაციის საორგანიზაციო გუნდს.