Skip to content

პერიო&ორთოპედია

    21-23 ოქტომბერს პერიო&ორთოპედიის ინტენსიური კურსი ჩატარდა .

    კურსზე განხილული იყო :

    • ორთოპედიული პაციენტის ესთეტიური კვლევის პრინციპები.
    • ფოტოგრაფირების პროტოკოლი.
    • პაროდონტოლოგიური სტატუსის განსაზღვრა .
    • კბილების დაგრძელების ტექნიკები.
    • კბილბუდის მენეჯმენტი .
    • კბილების ვერტიკალური პრეპარირების მნიშვნელობა რბილი ქსოვილების მენეჯმენტში .
    • იმპლანტის გარშემო ქსოვილების ჯანმრთელობა .
    • ჰორიზონტალური და ვერტიკალური ქსოვილების მოცულობა იმპლანტის ირგვლივ .
    • ესთეტიურ ზონაში იმპლანტის გარშემო რბილი ქსოვილების დეჰისენციის მკურნალობა.
    • იმპლანტისა და სუპრასტრუქტურების ტიპები .

     

    მონაწილეებმა პრაქტიკულ ნაწილზე გამოიყენეს Geistlich-ის ბიომასალები და Shtrauman-ის მოდელებზე შეასრულეს კბილბუდისა და რბილი ქსოვილების მენეჯმენტის ტექნიკები .

    საჩუქრად გადაეცათ Hu-Friedy -ის პაროდონტოლოგიური ზონდები Geoperio-ს ბრენდირებით .

    პერიო&ორთოპედიის ტრენინგი გათვლილია პრაქტიკოს ექიმებზე .

    მენტორები:

    ექიმი-პაროდონტოლოგი თათია როხვაძე

    ექიმი-ორთოპედი თამთა თევზაძე