3-4 თებერვალს , ჯეოპერიოს ორგანიზებით ჩატარდა კურსი “ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების მართვა “ . ორდღიანი ინტენსიური კურსის განმავლობაში მონაწილეებმა მოისმინეს ყველაზე გავრცელებული დაავადებების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. განიხილეს რთული კლინიკური შემთხვევების მენეჯმენტის გზები და ასევე , საშუალება ჰქონდათ ჩაეტარებინათ პირის ღრუს სკრინინგი უახლესი აპარატით. მონაწილეებს გადაეცათ საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის და ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის მიერ აკრედიტებული სერტიფიკატები.