Skip to content

გვეხმარება თუ არა კოლაგენური მატრიცა ძვლის რეგენერაციისას განზომილების შენარჩუნებაში?

    Summarised from Journal of Clinical Periodontology, Volume 49, issue 5 (May 2022), 480-495

    Editor: Andreas Stavropoulos, chair, EFP scientific affairs committee

    Rapporteurs:

    Javier Calatrava and Antonio Nobili,
    with Prof. Mariano Sanz and Prof. David Herrera

    Affiliation:

    EFP-accredited programme in periodontology at the University Complutense of Madrid, Spain

    გვეხმარება თუ არა კოლაგენური მატრიცა ძვლის რეგენერაციისას განზომილების შენარჩუნებაში?


    Authors:

    Goran I. Benic, Stefan P. Bienz, Young Woo Song, Jae-Kook Cha, Christoph H.F. Hämmerle, Ui-Won Jung, Ronald E. Jung

    ფონი


    იმ შემთხვევაში , როდესაც არასაკმარისი ძვალია იმპლანტაციისთვის , ძვლის რეგენერაციასა და დაუყონებლივ იმპლანტაციას ხშირად მიმართავენ .ჩვეულებრივ ამ მანიპულაციისთვის იყენებენ ნაწილაკოვან შემავსებლებსა და გაწოვად მემბრანებს ,როგორც განხილულია 2019 წელს გამოქვეყნებულ სისტემურ მიმოხილვაში Toma et al -ის მიხედვით . თუმცა როგორც ამ მოხსნებამ , ასევე სხვა კვლევებმა ცხადყო, რომ ამ მასალების კომბინაცია წარმატებული რეგენერაციისთვის არ არის ყოველთვის პროგროზირებადი ,შესაძლოა იმიტომ , რომ მათ ნაკლებად შეუძლიათ განზომილების სტაბილიზაცია .
    საბოლოოდ, სხვადასხვა მასალები შეიქმნა , რათა გაეზარდათ განზომილების სტაბილურობა ,როგორიც არის რბილი ტიპის ბლოკი ,რომელიც ძვლის გრანულებთან ერთად შეიცავს კოლაგენურ მატრიცას. ეს კომბინაცია შეიქმნა ძვლოვანი ქედის რეგენერაციისთვის (ARP) ,რადგან მას ახასიათებს აუგმენტირებული ადგილისა და ქედის კონტურის შენარჩუნება ,როგორც ეს აჩვენა ორმა ინვიტრო კვლევამ (Mir-Mari et al., 2016, 2017).
    თუმცა, ჯერ-ჯერობით არ არსებობს ინ ვივო პრეკლინიკური და კლინიკური ხანგრძლივი კვლევები , რომლებიც აჩვენებენ ამ მასალების ეფექტურობას .

    მიზანი


    მიზანი იყო შეედარებინათ ძვლოვანი ქსოვილის განზომილება და განზომილების სტაბილურობა , ძვლის რეგენერაციისას პერი-იმპლანტ დეფექტების დროს, რბილი ტიპის ბლოკის გამოყენებით ან ძვლის გრანულებით .

    მასალები და მეთოდები


    ეს რანდომიზებული კლინიკური კვლევა მოიცავდა 40 პაციენტს ,რომელთაც სჭირდებოდათ მინიმუმ ერთი დენტალური იმპლანტი და ძვლოვანი დეფექტის მიდამოში ძვლის აუგმენტაცია, 6 თვიანი დაკვირვებით . გათვალისწინებული იყო იმპლანატაციისთვის საჭირო კრიტერიუმები. კვლევაში არ მონაწილეობდნენ აქტიური მწეველები .
    მოხდა ორმოცი პაციენტის დაყოფა 2 პარალელურ ჯგუფად . საკონტროლო ჯგუფის პაციენტებში გამოიყენეს ნაწილაკოვანი , სინთეზური ორფაზიანი კალციუმის ფოსფატი (BCP) ,რომელიც შეიცავდა 60 % ჰიდროქსიაპატიტს და 40 %-ს ბეტა ტრიკალციუმის ფოსფატს (HA/TCP).ხოლო სატესტო ჯგუფის პაციენტებში გამოიყენეს რბილი ტიპის ბლოკი ,რომელიც შეიცავდა იდენტურ სინთეზურ BCP-ის ,იმის განსხვავებით , რომ ის ჩაშენებული იყო კოლაგენურ მატრიცაში (CM) ,მისი განზომილების სტაბილურობის გასაუმჯობესებლად.
    იმპლანტები ჩანერგილ იქნა კბილების ექსტრაქციიდან მინიმუმ 2 თვის შემდეგ ,იმპლანტის გარშემო ძვლოვანი დეფექტები კი აუგმენტირებული იქნა მასალებით ქირურგიული მანიპულაციის პროცესში . ძვლის დეჰისენციები კლასფიფიცირებულ იქნა დეფექტის არსებობითა და არ-არსებობით ,ხოლო მათი აპიკორონალური განზომილება შეფასებულ იქნა იმპლანტის ლოყისკენა ზედაპირზე .ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალებები და სისტემური ანტიბიოტიკები იყო დანიშნული ოპერაციის შემდეგ .
    განმეორებითი ქირურგიული ჩარევა მოხდა 6 თვის შემდეგ ,შეაფასეს ნარჩენი ძვლოვანი დეფექტები სხვა კლინიკურ პარამეტრებთან ერთად .
    კონუსურ სხივური კომპიუტერული ტომოგრაფიით (CBCT) შეაფასეს მგომარეობა ოპერაციამდე , ოპერაციის დასრულებისთანავე და 6 თვის შემდეგ .გამოიკვლიეს აუგმენტირებული ძვლის ჰორიზონტალური განზომილება .
    ასევე შეფასდა აუგმენტირებული ძვლის ვერტიკალური და დიაგონალური განზომილება.

    ფიგურა: მკურნალობის თითოეული მეთოდის სრული კლინიკური თანმიმდევრობა დეფექტის სრული მოგვარებით

    საბაზისო მდგომარეობა იმპლანტის განთავსების შემდეგ (a), მართული ძვლის რეგენერაცია შერჩეული ძვლის ტრანსპლანტატით (b), კოლაგენური მემბრანა სტაბილიზირებული (c), დეფექტის სრული აღმოფხვრა ხელახალი ოპერაციის დროს (d) და CBCT იმპლანტის განთავსებიდან ექვსი თვის შემდეგ (e) .

    შედეგები


    35 პაციენტის საბოლოო შედეგი შეფასდა 6 თვის შემდეგ ( 17 სატესტო ჯგუფიდან და 18 საკონტროლო ჯგუფიდან ) .
    რაც შეეხება რბილი ქსობილების დეჰისენციას, თითო ჯგუფში თითო შემთხვევა იყო დაფიქსირებული .
    მაგარი ქსოვილების ჰორიზონტალური განზომილება, რაც გამოკვეულ იქნა CBCT -ზე , აღმოჩნა 1,15 მმ (სატესტო) და 0,93 მმ(საკონტროლო) უმნიშვნელო განსხვავებით ორივე ჯგუფში.
    როდესაც კლინიკურად გაზომეს მაგარი ქსოვილების აპიკორონალური ცვლილებები განმეორებით ქირურგიაზე, სატესტო ჯგუფში 58.8% -ში და საკონტროლო ჯგუფში 55,6 % -ში აღმოჩნდა ვერტიკალური დეფექტი სრულყოფილად შევსებული .ხოლო როდესაც ეს მონაცემი შეფასდა CBCT -ის გამოყენებით , საკმაოდ დიდ პროცენტში აღმოჩნდა ვერტიკალური დეფექტის სრულყოფილი შევსება ( სატესტო ჯგუფის 82,4 % და 88,9 % საკონტროლო ჯგუფის ).

    ჯამში ორივე ჯგუფში 14 -ში კლინიკურ შემთხვევაში აღენიშნებოდა და 21 -ში არ აღენიშნებოდა ძვლოვანი დეფექტის არსებობა .6 თვის შემდეგ 14 შემთხვევიდან , რომელშიც აღინიშნებოდა ძვლოვანი დეფექტი,მხოლოდ 2 -ში არ მოხდა ვერტიკალური დეფექტის სრულყოფილი შევსება ,როდესაც 21-დან 13 შემთხვევაში (61,9%) დეფექტის არ შემცველი ქეისიდან ვერ მოხდა ვერტიკალური დეფექტის სრულყოფილი შევსება ,ერთნაირი შედეგი აღინიშნა ორივე ჯგუფში 58,3 % სატესტო და 66,7 % საკონტროლო ჯგუფში .
    ორივე ტიპის დეფექტებში , აუგმენტირებული ძვლის ჰორიზონტალური განზომილების შემცირება დაფიქსირდა ,შეადარეს რა პოსტ-ოპერაციული მდგომარეობა 6 თვის შემდეგ მიღებულ შედეგს .
    კბილის ექსტრაქციის შემდგომ მეტი დრო იყო გასული (7,5 თვე) დეფექტის არ შემცველ შემთხვევაში , ხოლო უფრო ნაკლები (3 თვე) დეფექტის შემცველ კლინიკურ შემთხვევაში .

    შეზღუდვები


    • ნიმუში: არ იყო ინფორმაცია პაციენტების მწველობასთან დაკავშირებით (გარდა იმისა , რომ აქტიური მწეველები არ იღებდნენ მონაწილეობას).
    • ქირურგიული მანიპულაცია : ფართო დროის დიაპაზონი კბილის ექსტარქციის შემდგომ ,მემბრანის სტაბილიზაცია შეიძლებოდა გაუმჯობესებულიყო და მიეღეოთ მაღალი ექსპოზიციის მაჩვენებელი 2 და 4 კვირის შემდეგ ორივე ჯგუფში .
    • რადიოგრაფიული შედეგები შეიძლება იყოს არაადეკვატური,რადგან კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა ნაკლები გარჩევადობა და არ არის იდეალური , იმიტომ რომ 6 თვეში 3 ჯერ გახდა საჭირო CBCT კვლევა

    დასკვნა და გავლენა


    ჭრილობის დახურვისთანავე , GBR რბილი ტიპის BCP ,კოლაგენის ბლოკი CM -თან კომბინაციაში და საფიქსაციო პინები უფრო მეტად ეფექტური აღმოჩნდა განზომილების სტაბილურობაში , ვიდრე გრანულებიანი ძვალი კოლაგენურ მემბრანასთან (CM)კომბინაციაში .
    თუმცა ,ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ განზომილების სტაბილურობა სატესტო ჯგუფში არ დაფისქირებულა და არც განსხვავება იქნა ნაპოვნი აუგმენტირებული ქსოვილების განზომილებასთან შედარებით .
    რბილი ტიპის კოლაგენის ბლოკის თუ გრანულებიანი ძვლის შემცვლელის გამოყენება კოლაგენურ მემბრანასთან კომბინაციაში არ არის პროგროზირებადი ალტერნატივა ,რომ მივიღოთ სრულყოფილი განზომილება .
    ამიტომ არცერთი ეს მასალა არ წარმოადგენს მკურნალობის იდეალურ საშუალებას დეფექტის არ შემცველი კლინიკური შემთხვევის დროს იმპლანტაციასთან კომბინაციაში.

    JCP Digest 101, published in May 2022, is a summry ‘Randomized controlled clinical trial comparing guided bone regeneration of peri-implant defects with soft-type block versus particulate bone substitutes: Six-month results of hard tissue changes.’ J Clin Periodontol. 49(5):480-495. DOI: 10.1111/jcpe13606


    https://www.onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/jcpe.13606 

    Access through EFP members’ page log-in: http://efp.org/members/jcp.php


    With kind permission from Wiley Online Library. Copyright © 1999-2022 John Wiley & Sons, Inc. All rights reserved.
    JCP Digest is published by the European Federation of Periodontology (EFP). EFP office: Cink Coworking, office No. 17, calle Henri Dunant 15-17, 28036 Madrid, Spain. www.efp.org