პაროდონტისა და იმპლანტის ირგვლივი ქსოვილების, დაავადებების და მდგომარეობების ახალი კლასიფიკაცია განკუთვნილია ექიმი სტომატოლოგებისთვის.
პროექტი გულისხმობს ყველა ექიმებისთვის ახალი პერიოკლასიფიკაციის გაცნობას, მათ ინფორმირებას და ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლებას.
საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის მიერ ითარგმნა ახალი პერიოკლასიფიკაცია, რომელიც ანახლებს აქამდე არსებულ 1999 წლის კლასიფიკაციას
პაროდონტის და იმპლანტის ირგვლივი ქსოვილების დაავადებების და მდგომარეობების ერთიანი კლასიფიკაციის არსებობა მნიშვნელოვანია , იმისათვის რომ კლინიცისტებმა სწორად დასვან დაიგნოზი და შეადგინონ უნივერსალური მკურნალობის გეგმა.
ტრენინგზე მოხდება ახალი ტერმინების დაზუსტება, თუ რა შეიცვალა ძველ კლასიფიკაციასთან შედარებით
დიაგნოზის დასმის კუთხით რა მიდგომები არსებობს დღეს , კონკრეტული კლინიკური შემთხვევების განხილვა და კურსის ბოლოს მსმენელები თავად შეძლებენ დასვან პაროდონტიტის დიაგნოზი ახალი კლასიფიკაციის მიხედვით. დიაგოზი განსაზღვრავს მკურნალობის სტრატეგიას და შედეგს. სწორად დასმული დიაგნოზი, კარგი კლინიკური შედეგის გარანტია.
ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტმა ექიმმა სტომატოლოგმა შეძლოს საქართველოში ახალი კლასიფიკაციის მიხედვით დიაგნოზის დასმა, მოვახდინოთ პაროდონტოლოგიის როგორც დარგის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ექიმების ცოდნის გაღრმავება
კურსანტებს გადაეცმათ ახალი კლასიფიკაციის ბეჭდვითი მასალა, გრაფიკები და
ახალი პერიოკლასიფიკაციის სერტიფიკატი
ტრენინგი იგეგმება და ტარდება ონლაინ ფორმატში – 24 აპრილი / 23 მაისი
ტრენინგის ღირებულება 60 ლარი
მონაწილეების რაოდენობა 10;
ტრენინგის თემატიკის მოკლე აღწერა:
ჯანმრთელი პაროდონტი
გინგივიტი
ახალი ტერმინების განმარტება
პაროდონტიტი
პაროდონტიტის დიაგნოზის დასმა ახალი კლასიფიკაციის მიხედვით
კლინიკური შემთხვევების განხილვა
სისტემური და პაროდონტის სხვა მდგომარეობები
ჯანმრთელი ქსოვილები იმპლანტის გარშემო
პერი-იმპლანტ მუკოზიტი
პერი-იმპლანტიტი
მკურნალობის ახალი გაიდლაინის 1-3 სტადია შესახებ მოკლე ცნობარი (მიმოხილვა)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 593413552