Skip to content

პირის ღრუს ლორწოვანი დაავადებების მართვა

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის  დაავადებები არის სტომატოლოგიის დარგი, რომელიც ყველაზე მეტად აკავშირებს ზოგად მედიცინას სტომატოლოგიასთან. ეს დარგი მოიცავს , როგორც ლორწოვანი გარსის სხვადასხვა გენეზის დაავადებას, ასევე სისტემური დაავადებების გამოვლენას პირის ღრუში. სწორედ ამიტომ ყველა სტომატოოგისთვის მნიშვნელოვანია ამ დარგის ცოდნა, რადგან ბევრი დაავადების პირველადი სიმპტომი სწორედ პირის ღრუში გამოვლინდება. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადების მართვის კურსი გათვლილია ექიმ-სტომატოლოგებსა და რეზიდენტებზე. ლექციები სრულად ეყრდნობა უახლეს ლიტერატურასა და კვლევებს. კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან სწორი დიაგნოზის დასმას, მკურნალობის მეთოდებსა და თანამედროვე მიდგომებს ამ სფეროში. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის  დაავადებები- “პირის ღრუს მედიცინა” (oral medicine) ეს ის დარგია რომელიც დღითიდღე ვითარდება და განიცდის მუდმივ პროგრესს.